,, მე და საზოგადოება" გთავაზობთ პროექტს სადაც გავაერთიანე საგაკვეთილო თემები: ჯანსაღი კბილები და ჯანსაღი კვება. მოსწავლეებს დავუსვი რამდენიმე მაპროვოცირებელი შეკითხვა: რა იცით კბილების მოვლის შესახებ? როგორ უვლით კბილებს? რა ჰქვია კბილის ექიმს? კითხვა-პასუხის შემდეგ წავუკითხე სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, ვიმსჯელეთ მის შესახებ, ბოლოს კი მივეცი
პროექტის მიზანი:
გავარკვიოთ, რა ითვლება ჯანსაღ და მავნებელ
საკვებად. .ხანგრძლივობა: 1 კვირა.
სამუშაოს ეტაპები:
ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, საპრეზენტაციო მასალის შექმნა, გამოკითხვა, ექსპერიმენტი,
რეფლექსია.
პროექტის გეგმა (სრულდება
3 სხვადასხვა დავალება): მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, გაფორმება და პრეზენტაცია
პირველი აქტივობა: მავნე და ჯანსაღი საკვები მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ
ინფორმაცია მავნე და ჯანსაღი საკვების შესახებ
. გაეფორმებინათ და მოეხდინათ ნამუშევრების პრეზენტაცია.
მეორე აქტივობა: კვების პირამიდა
მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელე შემდეგ საკითხებზე: რა გვგონია ჯანსაღი/არაჯანსაღი საკვები? როგორ ვიკვებებით? რას ვჭამთ და რისთვისაა საჭირო საკვები? მივაწოდე ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ. განვიხილეთ სიტუაციური მაგალითი, რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული. ვისაუბრეთ იმაზე, რისთვისაა სასარგებლო რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და სხვ. ყურადღება გავამახვილეთ ჯანსაღი კვების პირამიდაზე. განვიხილეთ, რატომ იყო მასზე მოცემული ზოგიერთი საკვები – მცირე, ზოგი კი დიდი რაოდენობით (მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა გამოეტანათ დასკვნა, რომ პირამიდის ზედა საფეხურზე დალაგებული პროდუქტები მცირე რაოდენობით უნდა მივიღოთ) ამის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეექმნათ კვების პირამიდა
მესამე აქტივობა:
ჯანსაღი კბილების მოდელი
მას შემდეგ, რაც
მოსწავლეებს გარკვეული ცოდნა დაუგროვდათ ჯანსაღი კბილებისა და მათი მოვლის შესახებ,
შევთავაზე შემდეგი აქტივობა: დავურიგე ამობეჭდილი ფურცლები, რომლებზეც ეხატა გახარებული
და მოწყენილი კბილები, ასევე – გასაფერადებელი ფურცლები საკვების გამოსახულებით. მოსწავლეებს
უნდა გაეფერადებინათ დახატული საკვები და კბილებზე ისე გადაენაწილებინათ, რომ ჯანსაღი
პროდუქტები გახარებულ კბილთან მოხვედრილიყო, ხოლო არაჯანსაღი – მოწყენილთან. მოსწავლეებმა
საკმაოდ ადვილად გაართვეს თავი დავალებას, პრეზენტაციის დროს კი ნამუშევარზე იმსჯელეს.
No comments:
Post a Comment