პროექტის სახელწოდება: ,, ენა ბურჯია ერისა“
პროექტის ავტორი: ლიუდმილა რობაქიძე
კლასი: მე-3 ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9 მოსწავლე.
პროექტის მთავარი იდეა: დედაენის დღის აღნიშვნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი:
მოსწავლეები გაეცნობიან დედაენის დღის დაწესების ისტორიას მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე;
შეისწავლიან ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ, გაეცნობიან და შეისწავლიან ქართველი პოეტების საუკეთესო პოეზიის ნიმუშებს ამ თემაზე.
ამ ეტაპზე მოსწავლეებს ნაწილობრივ აქვთ ცოდნა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ. იციან რომ მან შექმნა სახელმძღვანელო ,, დედაენა „.მათ უჩნდებათ სურვილი უფრო მეტი გაიგონ ამ საბავშვო მწერლის შესახებ. იციან აგრეთვე, რომ 14 აპრილი დედაენის დღეა. მაგრამ აინტერესებთ, რატომ გახდა საჭირო დედაენის დღის აღნიშვნა.
ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს სამშობლოზე, დედაენაზე; გაუღვივდებათ პატრიოტული გრძნობა;
ხშირად ვუსწორებთ მეტყველებას და ვთხოვთ ილაპარაკონ სწორად. მაგრამ არ იციან, თუ რატომ ითვლება ეს ყოველივე შეცდომად . მაგრამ მათ შესწევთ უნარი, გაიგონ თუ რა არის ბარბარიზმი, პატივი სცენ მშობლიურ ენას, გამოასწორონ მეტყველება და განივითარონ კვლევა -ძიების უნარები.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის აქტუალობა : სამწუხაროდ ყოველდღიურ მეტყველებაში, გაკვეთილზე წერისა თუ საუბრის დროს, გაუთვითცნობიერებლად მოსწავლეები ხშირად გამოიყენებენ სხვა ენებიდან ( რუსული და ინგლისური ენიდან) შემოსულ ბარბარიზმებს. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ მოსწავლეებს. მათ ყოველდღიურად უფროსებისგან ,მშობლებისგან, ტელევიზიიდანაც კი ესმით არაქართული წარმომავლობის სიტყვები, რომლებიც მათ სამწუხაროდ მართებულ ფორმებად მიაჩნიათ. თითქოს დავიწყებას მიეცა ბარბარიზმების შესატყვისი ქართული სიტყვები. იმაზე კი ნაკლები თუ ფიქრობენ ,რომ ბარბარიზმებით მეტყველება სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ანაგვიანებს ჩვენს უძველეს და უმდიდრეს ქართულ ენას. ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა. ამის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა კი არის ის, რომ მოსწავლეები თავიდანვე შევაჩვიოთ გამართული ქართულით საუბარს , რათა სამომავლოდ თვითონაც შეძლონ აღნიშნული პრობლემის გათავისება და მასთან ბრძოლა.
პროექტის მიზანი: მშობლიური ენისადმი პატივისცემის გრძნობის განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ჯგუფური თანამშრომლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრეზენტაციის ,კვლევა-ძიების ,მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება. ბარბარიზმების მნიშვნელობის გაგება და მართებული ფორმებით მეტყველების უნარის განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები პატივისცემით განიმსჭვალებიან მშობლიური ენის მიმართ, მიეჩვევიან გამართული ქართულით საუბარს, გაეცნობიან ი. გოგებაშვილის ბიოგრაფიას, შეისწავლიან ლექსებს, ანდაზებს, გაიმდიდრებენ ლექსიკას, გაეცნობიან ბარბარიზმებს და მათ შესატყვის ქართულ სიტყვებს, გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარებს, განავითარებენ კვლევა-ძიების, პრეზენტაციის უნარებს, მიეჩვევიან სლაიდ შოუების შექმნას.
ასევე მასწავლებელი- ლიუდმილა რობაქიძე მოსწავლეებს სთხოვს პატარა დაფაზე ხორბლისაგან გამოსახონ ჯადოსნური სიტყვები ,,აი ია“ დაელოდონ შედეგს და პარალელურად პროექტის მსვლელობის დროს მოახდინონ მისი მორწყვა. რათა პროექტის დასასრულს შეძლონ პარალელის გავლება. კავშირის პოვნა.
რესურსები: მასწავლებლის კომპიუტერი, ლექსები დედაენაზე, გამონათქვამები ქართულ ენაზე , ანდაზები, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ქართული ანბანი. .
საგანთა შორის კავშირი და მისაღწევი შედეგები:
ქართული ენა :
ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
ხელოვნება:
ს.გ.III.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.III.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ისტი:
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
მუსიკა:
მუსიკა.III.2.მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან ერთად შეთანხმებულად.
მუსიკა.III.10 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
პროექტის მსვლელობა და აქტივობები .
1 მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა (1 კვირა)
·
I
ჯგუფი- იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ მასალების მოძიება;
·
IIჯგუფი- ვინ „განავრცო ენაჲ ქართული“ და „შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“. დამწერლობის შესახებ ინფორმაციის მოძიება ;
·
IIIჯგუფი-დედაენაზე ლექსების, გამონათქვამების მოძიება ;
·
IVჯგუფი- ანდაზების, ბარბარიზმების მოძიება;
2. მოძიებული მასალების დახარისხება და დამუშავება, დედაენაზე სიმღერების მოძიება და დასწავლა მუსიკის მასწავლებლის დახმარებით.
მოსწავლეები მობილიზებას გაუკეთებენ მოძიებულ მასალებს ,რის საფუძველზეც დაამზადებებნ კედლის გაზეთს ,,ენა ბურჯია ერისა’’.შეისწავლიან სიმღერებს დედაენაზე,განივითარებენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისტის ტექნოლოგიების მიმართულებით.კერძოდ მასწავლებლის დახმარებით შეძლებენ სლაიდ შოუების პრეზენტაციების მოწყობას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება კალიგრაფიის კონკურსი “ჩვენ ვწერთ სუფთად და ლამაზად“. გამოვლინდება გამარჯვებული. მოეწყობა საუკეთესო ხელნაწერების გამოფენა. გამარჯვებული დაჯილდოვდება სიგელით.
1 ჯგუფი -კედლის გაზეთის ,,ენა ბურჯია ერისა“ დამზადება;
2 ჯგუფი- სლაიდის დამზადება,,გოგებაშვილი და დედაენა“;
3 ჯგუფი- დედაენაზე სიმღერების მოძიება
4 ჯგუფი- ბარბარიზმების სწორი ფორმით ჩანაცვლება;
3. პროექტის პრეზენტაციისათვის (ღონისძიებისათვის) მზადება
(მე-2 კვირა) ეტაპზე მოსწავლეებისათვის უფრო სახალისო დავალებები იქმნება,ვინაიდან მოსწავლეები ამ ეტაპზე ხალისით შექმნიან ნახატებს,ბუკლეტებს ბარბარიზმებთან დაკავშირებით,გააფორმებენ ანბანის ყველა თავასოზე ანდაზას და მოაწყობენ მათ გამოფენას.თითოეული მოსწავლე შეძლებს თანაბარი აქტიურობით ჩაერთოს ამ აქტივობაში და გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი უნარები
· ხელოვნების მასწავლებლის მარინა როყვას დახმარებით ბარბარიზმების საწინააღმდეგო
ბუკლეტებისა და ნახატების დამზადება და გაფორმება.
·
აგრეთვე ანბანის ყველა ასოზე ანდაზების
მოხატვა -გაფორმება და გამოფენა.
·
ინგლისურის მასწავლებლის- ნინო
ხამაშურიძის დახმარებით, ქართული ბუკლეტის , დედაენის ინფორმაციის ინგლისურად
თარგმნა.
ქართული ასო-ბგერების , შესაბამისი ინგლისური ასო ბგერების გაცნობა.
მიზანი: გავაცნოთ ჩვენი ენის ისტორია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
· მუსიკის მასწავლებლის ლიუდმილა რობაქიძრის დახმარებით დედაენაზე სიმღერების დასწავლა .
4. ბოლო ეტაპი -ღონისძიება-ზეიმის მოწყობა. ზეიმის დღის დაგეგმვა.
ზეიმზე დავპატიჟებთ მშობლებს, პედაგოგებს, ზეიმის მოწყობა იქნება როგორც მოსწავლეთა შრომის პრეზენტაცია, ასევე ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის პროპაგანდა.
ზეიმზე მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსებს დედაენაზე ,ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ, შეასრულებენ სიმღერებს ,წარმოადგენენ სლაიდ შოუებს ,,იაკობ გოგებაშვილი“ და ,,ვილაპარაკოთ ქართულად. წარმოთქვამენ ანდაზებს ანბანის ყველა თავ ასოზე. გაასუფთავებენ ,,ბარბარიზმების კედელს“(მოსწავლეებს წინასწარ აქვთ კლასში გამოკრული ნახატები ბარბარიზმების წარწერით, თითოეული გამოდის ,ხსნის ბარბარიზმის შემცველ წარწერას, ნახატზე კი გამოჩნდება და დარჩება სწორი ფორმა. ხოლო ბარბარიზმებს სიმბოლურად ყრიან ურნაში წარწერით ,,არა ბარბარიზმებს“.)
ზეიმის დასასრულს მოსწავლეები მაყურებლებში გაავრცელებენ ბუკლეტებს ,,გავუფრთხილდეთ ქართულ ენას“
მოსწავლეებს ასევე ღონისძიების მსვლელობის დროს , შეფასებს ჟიურის წევრები. ,,დეკლამატორი 2023’’
გამოცხადდება კონკურსი ,,გავუფრთხილდეთ ქართულ დამწერლობას“ დასასრულს გადაეცემათ შესაბამისი სიგელები.
ასევე იქნება მესამე ხარისხის სიგელი სახელწოდებით ,, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის“
მოსწავლეები იქნებიან მოტივირებულები , ამაყები და კმაყოფილები რომ მათ პატარა წვლილი შეიტანეს ენის სიწმინდის დაცვის საქმეში.
რეფლექსია ღონისძიებისადმი ,,ენა ბურჯია ერისა ‘’
2023 წლის 12 აპრილს მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა ჩემი ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი,, ენა ბურჯია ერისა’’. აღმოჩნდა რომ მოსწავლეებმა ძალიან ცოტა რამ იცოდნენ მშობლიური ენის შესახებ, მაგრამ გაუჩნდათ არაერთი შეკითხვა და ინტერესები. იმისათვის რომ აღეძრა მოსწავლეთა შორის ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. ჩამოვწერე მათთვის საინტერესო საკითხები, და ამის მიხედვით შევუდექი მათი ინტერესების გათვალისწინებით დავალებების განაწილებას. მოსწავლეთა ენთუზიაზმმა და შესაძლებლობების გამოვლენამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. კლასი შესაძლებლობების გათვალისწინებით დავყავი ჯგუფებად და გავუნაწილე დავალებები. ჯგუფებად დაყოფამ მოსწავლეებს განუვითარა ჯგუფური თანამშრომლობის უნარები .ისინი ერთმანეთს აზრს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ , კამათობდნენ და ბოლოს თანხმდებოდნენ. პროექტის მსვლელობამ გამოიწვია მშობელთა ჩართულობაც. მშობლების დახმარებით მოიძიეს მასალები ინტერნეტიდან ი. გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ, აგრეთვე გოგებაშვილის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ფოტოები. მოიძიეს მათთვის საინტერესო მასალები ფარნავაზ მეფისა და მისი ღვაწლის შესახებ ქართული მწიგნობრობის განვითარებაში. მოსწავლეებმა აგრეთვე მოიძიეს დედაენაზე შექმნილი ლექსები, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, ანდაზები ანბანის მიხედვით ყველა თავ ასოზე , დააკვირდნენ ახლობლებისა და თავიანთ მეტყველებას და ჩაინიშნეს ისინი, გაიგეს ბარბარიზმების რაობის შესახებ .ყოველივე ამან ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ცოდნის გაღრმავებას. მოსწავლეებმა პროექტის განმავლობაში გამოიყენეს ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. შექმნეს და გააფორმეს ბარბარიზმების შესატყვისი ქართული სიტყვების შემცველი ბუკლეტები ,მოაწყვეს გამოფენა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გამომსახველი ნახატებისა სწორი და არასწორი წარწერებით, შექმნეს კედლის გაზეთი,, ენა ბურჯია ერისა“, სლაიდები: ,,იაკობ გოგებაშვილი და დედაენა“, ,,ვილაპარაკოთ ქართულად“.
მოსწავლეებს შევასწავლე სიმღერები დედაენაზე.
ცეკვები: ,,ხორუმი“ ,,სამაია“ ,,მთიულური“ რომელთა შესრულებითაც გავალამაზეთ პრეზენტაციის დღე.
მოვაწყვეთ პროექტის პრეზენტაცია ღონისძიების სახით, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ანდაზები, გამონათქვამები, წარმოადგინეს სლაიდ შოუები, შეასრულეს სიმღერები, ნახატების გამოფენიდან ჩამოხსნეს და ურნაში ჩაყარეს ბარბარიზმების შემცველი სიტყვები და დასასრულს ღონისძიების დამსწრეებს გადასცეს მათ მიერ დამზადებული ენის სიწმინდის დაცვის მიზნით შექმნილი ბუკლეტები. ყოველივე ამან უფრო ცნობადი გახადა ბარბარიზმების საფრთხე და ჩვენი კლასის ფარგლებს გასცდა ქართული ენის სიწმინდის დაცვის პროპაგანდა. ამასთანავე მოსწავლეებმა შეიძინეს საზოგადოების წინაშე გამოსვლის უნარები, მოეხსნათ მათ მორიდებულობისა და შებოჭილობის კომპლექსი.
ღონისძიებით, პროექტით, მოსწავლეთა ჩართულობითა და მიღწეული შედეგებით კმაყოფილი დავრჩი. მივაღწიე გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს. მოსწავლეები პროექტის განმავლობაში და მის შემდეგაც კი ცდილობდნენ მეტყველებაში არ გამოეყენებინათ ბარბარიზმები, ერთმანეთს უსწორებდნენ შეცდომებს და გამართული ქართულით მეტყველებისაკენ მოუწოდებდნენ. შედეგი გამოჩნდა წერითი დავალებების შესრულებისას, მათ მიერ შექმნილ ტექსტებში იკლო ბარბარიზმების გამოყენებამ. გარდა ამისა ,მოსწავლეებმა აიმაღლეს ამ მხრივ ცოდნის დონე და პატივისცემით განიმსჭვალენ მშობლიური ენის მიმართ ,შეიძინეს პროექტის მიზნების მისაღწევად შესაბამისი უნარ-ჩვევები.
კოლეგებმა მოიწონეს და დადებითად შეაფასეს პროექტი. მიმაჩნია , რომ პროექტისათვის უმჯობესი იქნებოდა, უფრო ფართო ხასიათი მიმეცა. სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. ვინაიდან პროექტებით სწავლება დაწყებით საფეხურზეც მნიშვნელოვანია და კარგ შედეგს იძლევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, ჩემს პრაქტიკაში შევეცდები არაერთხელ მივმართო მას.
რაც შეეხება მოსწავლეების მიერ დათესილ ხორბალს, თვალნათლივ დაინახეს თუ როგორ იქცა ის ჯეჯილად. ხოდა, სწორედ აქ გაავლეს პარალელიც , რადგან ,,აი ია" ეს ის ჯადოსნური ხმოვნებია, რომლებიც ხორბლის მსგავსად, ნიადაგში დაცემის შედეგად ჯეჯილად აღმოცენდება.
#ნიადაგი--მასწავლებელს შეადარეს.#ხორბალი-- მოსწავლეს #ჯეჯილი-კი - ცოდნას.
No comments:
Post a Comment