https://draft.blogger.com/blog/post/edit/1542065414096429559/2036171234763767916
პროექტი "გავუთბოთ გულები დედებს"
პროექტის ხელმძღვანელი
სახელი, გვარი: ლიუდმილა რობაქიძე.
რაიონი: ლანჩხუთი
სკოლა: სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლა
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის დასაბუთება: დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი, ამისათვის საჭიროა ვასწავლოთ ბავშვებს მზრუნველობა სხვებზე, ერთმანეთის თანადგომა და ურთიერთ პატივისცემა და რაც მთავარია, შეძლონ მეტი სითბოსა და სიყვარულის გაცემა, რათა გავუხანგრძლივდეთ ადამიანებს სიცოცხლე. ამიტომაც გადავწყვიტეთ დედებისთვის მოგვეწყო ზეიმი, (სიურპრიზი, რის შესახებაც მათ არფერი უნდა სცოდნოდათ), ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროექტში.
პროექტის ვადა: სამი დღე.
დონე/კლასი: დაწყებითი, მესამე კლასი
პროექტის მიზნები/შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად
მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები,
მზრუნველობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობა.
ზნეობრივი ფასეულობების გათავისება, თანადგომისა და თანაგანცდის უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება.
პროექტის მსვლელობისას შეიქმნა აპლიკაციები,
ფერადი ქაღალდებისაგან ლამაზი თაიგულები, ნახატები, დედებისათვის განკუთვნილი
საჩუქრები და ბოლოს გაიმართა დაგეგმილი ღონისძიება.
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია
სასწავლო პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის შვილების მხრიდან მათთვის
სითბოსა და სიყვარულის მიღება, პატივისცემა და დაფასება.
მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე დედებისათვის მოგვეწყო სიურპრიზი, გაგვიჩნდა იდეა 2 მარტს ჩაგვეტარებინა მოკრძალებული ღონისძიება. ყველაფერი ისე უნდა შემდგარიყო, რომ დედებს არაფერი გაეგოთ.(ბავშვებმა შესანიშნავად მოახერხეს „საიდუმლოს“ შენახვა, რაც დედებისათვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა).
მინდა აღვნიშნო, შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა,
მშობლები ემოციებს ვერ იკავებდნენ, მათთვის ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, შეხვედრის
ბოლოს საჩუქრები გადაეცა მშობლებს.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაცია, აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ამაზე უკეთესი საჩუქარი- „გავუთბოთ დედებს გული“ არ არსებობს.
28 თებერვალი
1. ხატვა თემაზე ,,ჩემი დედიკო"
2. მისალოცი ბარათების დამზადება.
1 მარტი
დისკუსია თემებზე:
1) ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად"
2) ,,რას შეცვლიდი ჩემს ქცევებში დედა რომ გავახარო"
3) ,,რას ვუსურვებ დედას"
2 მარტი
პროექტის შეჯამება.
1) დედაზე ლექსებისა და მოთხრობების წაკითხვა.
2) კონკურსი ,,ამოიცანი შენი შვილი"
3)თვალახვეული ,,დედის" ამოცნობა.
ღონისძიების შემდეგ ბავშვებს გადავეცით თავიანთი ნამუშევრები- ნახატები და მისალოცი ბარათები და ვთხოვეთ ეჩუქებინათ დედიკო-ებისათვის. მოსწავლეებმა გამოხატეს კმაყოფილება პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით და დიდი სურვილი მომავალში მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩაბმის.
No comments:
Post a Comment