My photo
ლანჩხუთი, Georgia
სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის, საჯარო სკოლის, N2 კორპუსის, დაწყებითი კლასის პედაგოგი:

Friday, December 30, 2022

ცეკვა ვალსი






 

თოვლის პაპა 2023


 







მერი პოპინსი





 

გრინჩი, რომელმაც ვერ მოიპარა შობა,

          იყო და არა იყო  რა, იყო პატარა ადამიანი, რომელსაც ერქვა სახელად გრინჩი. ის იყო მწვანე და თმიანი, ის არავის უყვარდა. ერთხელაც გაბრაზდა გრინჩი , წავიდა მარტოხელა მთაზე საცხოვრებლად. იჯდა იქ თავის გამოქვაბულში და მთელ სამყაროზე ბრაზდებოდა. ყველაზე ძალიან გრინჩს არ უყვარდა შობა…ერთხელაც გადაწყვიტა , სუფსის სკოლაში, ნაძვის ხე მოეპარა.. როდესაც  ბავშვები მხიარულობდა, გრინჩმა ნაძვის ხე მოიპარა. ბავშვებს ძალიან დაწყდათ გული, თუმცა, იმდენ კარგი სიტყვა თქვეს გრინჩის  მისამართით, შერცხვა და ნაძვის ხე დააბრუნა.

















Thursday, December 8, 2022


პროექტის სახელწოდება: ,,თბილი სახლი"

პროექტის სახელწოდება: ,,თბილი სახლი"
2021 წლის 20 ნოემბერი
ქართული ენა და ლიტერატურა. მე-2 კლ  (. იაშვილი, . ქისტაური, . მესხორაძე, . რაზმაძე)

სახალისო დავალება -როგორ შევქმნათ ბინადარი ფრინველების დაცვის კლუბი?
საჭირო ნაბიჯები:
1.   კლასელებთან ერთად მოიფიქრონ, რიის გაკეთება შეუძლიათ ფრინველებისათვის.
2.  მოიფიქრონ კლუბის სახელი
3.  გაინაწილონ საქმე ვინ რას გააკეთებს
4.  გააცნონ კლუბის მუშაობის გეგმა

   თემა: ,,ფრთა მოტეხილი შოშია

    იმედია, თქვენი ზრუნვით ფრინველებს ზამთრის გადატანას უადვილებთ
    ამგვარი პროექტები მოსწავლეებს უვითარებს ,,ემპათიის" გრძნობას და დაკვირვების შედეგად თავად  იღებენ გადაწყვეტილებებს თუ როგორ დაეხმარონ ფრინველებს ზამთარში. ხვდებინ, თუ რამდენად რთულად მოიპოვებენ  ზამთარში ისინი  საკვებსმათ   სჭირდებათ მეტი  საკვები, რათა შეინარჩუნონ სითბო. თუმცა , ყინვები და თოვლიანი ამინდი, მათ საზრდოს მოპოვება ართულებს. არ არის  აუცილებელი ხის ან ბუჩქის დარგვა; საკმარისია ტოტებისა და სხვადასხვა ნივთებისგან დაამზადონ პატარა თავშესაფრებიმოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს კლუბი სახელწოდებით ,,თბილი სახლი" დაუხატეს ლოგო.

შეადგინეს  გეგმა და თავისი თბილი ხელებითა და    
       კეთილი გულით, ფრინველებს  სახლები გაუკეთეს.


     




 


ლეგენდა „აი ია“

პატარა მსახიობებმა გააცოცხლეს ლეგენდა . 
ლეგენდა იაკობზე, რომელიც მინდორში იჯდა და ფიქრობდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი რომელსაც ბავშვები ეზიარებოდნენ..
 

,,შეხვედრა ბავშვებთან და დედამიწასთან''

ისევ ოლაინ გაკვეთილი .  სკოლას , გარემოს ,მეგობრებს მონატრებული ბავშვები 


 

Wednesday, December 7, 2022

,,მზის სისტემა"

 *შეისწავლეს მზის სისტემა, მოახდინეს კოსმოსზე დაკვირვება.
*გაიგეს როგორ ხდება 🌅🌄 მონაცვლეობა.
*პრაქტიკული სამუშაოს დახმარებით წარმოადგინეს 🌕🌖🌗ფაზების ცვლილებების ჩვენება.
* თავად შეჰქმნეს პლანეტების  🪐🪐მოდელი.
პენოპლასტის სხვადასხვა ზომის ბურთებისაგან  დაამზადეს ერთი მზე და რვა პლანეტა. ფურცლებზე ჩამოწერეს სახელები და შესაბამის პლანეტას მიამაგრეს.
აღწერეს პლანეტები, ისაუბრეს მათ განსხვავებებზე და მოუსმინეს თითოეული პლანეტის ხმას.



















გლოცავთ დაწყებითი სკოლის დამთავრებას.

   მოსწავლეებს, დაწყებითი საფეხურის დამთავრება, ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს: სუფსის საჯარო სკოლის N 2 კორპუსის პედაგოგებმა, დირექტორმა- ალექსანდრე სტურუამ, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსმა- ნინო ჩიტაძემ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა -ლადო აფხაზავამ, მსახიობებმა -ოთარ ტტატიშვილმა და დუტა სხირტლაძემ, ტელეწამყვანმა- გია ჯაჯანიძემ.














მე-4 კლ გამოშვება ,,მასწავლებლის წერილი"


„დავბრუნდებით, ოცნებების ხეივანში,
მალე მოვალთ, ისევ ჩაგეხუტები“
ეს სიტყვები ჩემს მოსწავლეს, ანა კვაჭაძეს ეკუთვნის. ლექსი, რომელიც პანდემიის დროს დაწერა, სავსეა მომავლის იმეიდით, სიხარულითა და სიცოცხლით.
მოსწავლეებისათვის სკოლის ზარი არ შეწყვეტილა, ეს ხმა უჩვეულოდ, მაგრამ მაინც ისმოდა სახლის კედლებში. მიუხედავად პანდემიის, შიშისა და დეპრესიისა სუფსის საჯარო სკოლის (ტაბანათი) IV ბ კლასის მოსწავლეებმა (ანა კვაჭძე, ლუკა კვერენჩხილაძე, საბა აბაშიძე, რომან ჩხიკვაძე, ავთო კალაჯიშვილი, ლაანა ბერიძე) და მე კლასის დამრიგებელმა დისტანციურად, მაგრამ მაინც შევძელით და მოვახერხეთ საზეიმო განწყობის შექმნა. შევაჯამეთ და დიდი საიყვარულით გავიხსენეთ სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ფაქტები. თითოეული მათგანი საოცრად თბილი სიტყვებით მოეფერა გოგებაშვილს. ერთმანეთს სამშობლოსა და ენის სიყვარულშიც გამოუტყდნენ, იმღერეს, თავი გამოიჩინეს დახვეწილი მეტყველებითა და მხატვრული კითხვით. უამრავი სიტყვა და სიმღერა მიუძღვნეს პირველ მასწავლებლებს.
დაწყებითი სკოლის მასწავლებლობა, ყველაზე რთული პროფესია რომელიც უსაზღვრო სიყვარულზეა დამყარებული... თუ სიყვარული, ღიმილი არ შეგიძლია, რაც არ უნდა უკიდეგანოდ განათლებული იყო, აღმზრდელი ვერ იქნები. ბევრს ჰგონია, ყველაზე ადვილი დაწყებითი კლასების მასწავლებლობაა. განა რა არის იმაში ძნელი, ანბანი და წერა-კითხვა ასწავლო?! ჩემი აზრით კი, სკოლის პირველ მერცხლებთან მუშაობა საძირკვლის გაჭრას ჰგავს. თუ საფუძველი სათანადოდ არ გაამაგრე, სახლს სუსტი ქარიც კი ჩამოანგრევს.
როცა მოსწავლეების წინაშე დგახარ და პატარების ანთებულ თვალებს უყურებ, ხვდები, რომ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და უანგარო...
როცა სკოლის კარს აღებ, იქ სხვა სამყარო იწყება... თითოეული ბავშვის საფიქრით ფიქრობ, მათი დარდი გადარდებს და მიღწეული წარმატებებით მათთან ერთად ხარობ... ამაყობ... ამაყობ მაშინაც, როცა წლები გადის და შენს ყოფილ მოსწავლეს წარმატებულს, შემდგარ პიროვნებას ხედავ...
ყველაფერი კი 2016 წლის 15 სექტემბერს დაიწყო. სკოლის ეზოში საზეიმო განწყობა სუფევდა, გულისფანცქალით გელოდით ყველას. ჯერ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მე უკვე მიყვარდით. მაშინ სულ პაწაწინები, 6 წლისანი იყავით, გაფართოებული თვალებით მოხვედით ჩემთან, ზოგს დედ-მამა მოგაცილებდათ, ზოგს ბებია-ბაბუა, მე თქვენი მასწავლებელი ვარ - ასე გაგეცანით. ჩაგკიდეთ ხელი, უფროსებს თბილად დავემშვიდობეთ და მივიხურეთ საკლასო ოთახის კარი, დავრჩით მხოლოდ მე და თქვენ და ასე დაიწყო ჩვენი ოთხწლიანი ისტორია. მე გასწავლეთ 33 ასო, ჩემი ხელით გაქარგინებდით ულამაზეს ქართულ ანბანს, თამაშით გასწავლეთ ციფრები და მათთან საუბარი. მოსმენა გასწავლეთ უფროსებისა და თქვენი გულის მოსმენა. ერთმანეთის იმედი, და მთავარი, ღიმილი გასწავლეთ, ჩემო პატარებო, კისკისი ლაღი და ხალასი. მე ვიყავი თქვენი პირველი მასწავლებელი და ვამაყობ ამით. ვცდილობდი, თქვენი თვალებით შემეხედა სამყაროსათვის და თქვენი დახმარებით ჩემში მიძინებული ბავშვობა გააღვიძეთ... ამისთვის გიხდით მადლობას! მადლობას გიხდით, ამ ოთხი დაუვიწყარი წლისთვის!
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თბილი სიტყვები არ დაიშურა ბავშვებისთვის, ვინც მოგვეფერა. მადლობა საყვარელ და შრომისმოყვარე მშობლებს.
გუშინდელი დღე უკვე წარსულია, ტკბილი წარსული... ხვალინდელი დღე მომავალია, ლამაზი და ბედნიერი მომავალი, დღევანდელი დღე რეალობაა... არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ყველას მინდა გითხრათ, რომ უზომოდ მიყვარხართ! მეამაყებით! მეთბილებით!
ჩემო პატარებო, გისურვებთ წარმატებებს სწავლის შემდგომ საფეხურზე, მინდა, რომ ყოველთვის მეამაყებოდეს თქვენით, ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ როგორც მასწავლებელი და მოსწავლე, მაგრამ ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით, თქვენი კეთილისმსურველი და გულშემატკივარი. მე არასოდეს დაგივიწყებთ და იმედი მაქვს, თქვენც არასოდეს დაგავიწყდებით თქვენი პირველი მასწავლებელი.

,,სხეულის ნაწილების ჩხუბი"


 

პროექტი ,,მხიარული სტარტები"


 

მხიარული სტარტები

პროექტის მთავარი მიზანია
,,#მხიარულისტარტების” სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
#სამიზნეჯგუფი: - სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
#საგანმანათლებლოსისტემაში – პროგრამის განხორციელება შესაძლებლობას გვაძლევს, განვახორციელოთ და განვავითაროთ სასკოლო სპორტისა და ფიზიკური განათლების სტრატეგიული გეგმები და ამოცანები, რაც ნიშნავს იმას, რომ განათლების სისტემა საზოგადოების დაკვეთით აქტიურად და მუდმივად იზრუნებს: _ მოსწავლეთა ჯანმრთელობასა და ჰარმონიულ განვითარებაზე. _ ფიზიკური და სპორტული აქტივობის პოპულარიზაციაზე. _ ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრებაზე.
#საზოგადოებისათვისპროექტიმნიშვნელოვანია– სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის კულტურის ამაღლებითა და მასობრიობის გაზრდით; – საბავშვო სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი გადაცემათა ციკლის დამკვიდრებით მასმედიის საშუალებებში, რომელიც ხელს უწყობს მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური და სპორტული აქტივობის პოპულარიზაციასა და სტიმულირებას. .
#ბავშვებისათვიშმნიშვნელოვანიაიმით, რომ: _ შეჯიბრს აქვს გართობა-თამაშის ხასიათი; _ არის კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემო; _ გათვალისწინებულია მათი ასაკის შესაბამისი ინტერესები და მოთხოვნილებები; _ აქვთ არჩევანის თავისუფლება; _ არის თანაბარი და ჯანსაღი კონკურენციის პირობები; _ იღებენ დადებით ემოციებს სხვადსხვა სპორტული წინააღმდეგობების გადალახვით; _ აქვთ გამარჯვების სურვილი და აქვთ ამის შესაძლებლობა; _ შეუძლიათ დაუფარავად გამოხატონ წარმატების მიღწევით გამოწვეული სიხარული; ეძლევათ საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენის შესაძლებლობა გულშემატკივრების თვალწინ;




,,კომიქსი"


 

,, დედა-შვილობა"


 

,,დედის დღე"


 

ახალი წელი 2021


 

ლეგენდა ,,საშობაო ნაძვის ხე"


 

,,თხა და გიგო"


 

,,მცენარე და მისი ნაწილები"


 

,,საათის შექმნის ისტორია"


 

,,ცხოველთა მრავალფეროვნება"


 

,,წყლის ბრუნვა ბუნებაში"


 

პეპლის სასიცოცხლო ციკლი


 

,,პეპელა და ფუტკარი"


 

,,ლომი და თაგვი"


 

,,მხიარული რიცხვები''


 

რიცხვები 1-დნ 20 -მდე


 

,,ნოტების გრძლიობა"


 

,, მხიარული ნოტები"


 

,,ირემი"


 

,, მკვეხარა მამალი"


 

,, ჯიუტი თხები"


 

,,თხა და ვენახი"


 

ფიგურის შიგა და გარე წერტილები ,ფიგურის საზღვარი


 

,, ოქროსფერი შემოდგომა"


 

,,ბაქტერიებიდა ჰიგიენა"


 

პროექტი,, ჯანსაღი კვება"

 ,, მე და საზოგადოება" გთავაზობთ პროექტს სადაც გავაერთიანე საგაკვეთილო თემები: ჯანსაღი კბილები და ჯანსაღი კვება. მოსწავლეებს დავუსვი რამდენიმე მაპროვოცირებელი შეკითხვა: რა იცით კბილების მოვლის შესახებ? როგორ უვლით კბილებს? რა ჰქვია კბილის ექიმს? კითხვა-პასუხის შემდეგ წავუკითხე სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, ვიმსჯელეთ მის შესახებ, ბოლოს კი მივეცი

პროექტზე მუშაობის ინსტრუქცია – მათ სამუშაო რვეულში მოყვანილი ინსტრუქციის მოდიფიცირება მოვახდინე და ჩემ მიერ გაერთიანებულ საგაკვეთილო თემებს მოვარგე.

პროექტის მიზანი: გავარკვიოთ,  რა ითვლება ჯანსაღ და მავნებელ საკვებად. .ხანგრძლივობა: 1 კვირა.

სამუშაოს ეტაპები: ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, საპრეზენტაციო მასალის შექმნა, გამოკითხვა, ექსპერიმენტი, რეფლექსია.

პროექტის გეგმა (სრულდება 3 სხვადასხვა დავალება): მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, გაფორმება და პრეზენტაცია

პირველი აქტივობა:  მავნე და ჯანსაღი საკვები მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ ინფორმაცია მავნე და ჯანსაღი საკვების  შესახებ . გაეფორმებინათ და მოეხდინათ ნამუშევრების პრეზენტაცია.

მეორე აქტივობა: კვების პირამიდა

მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელე შემდეგ საკითხებზე: რა გვგონია ჯანსაღი/არაჯანსაღი საკვები? როგორ ვიკვებებით? რას ვჭამთ და რისთვისაა საჭირო საკვები? მივაწოდე ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ. განვიხილეთ სიტუაციური მაგალითი, რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული. ვისაუბრეთ იმაზე, რისთვისაა სასარგებლო რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და სხვ. ყურადღება გავამახვილეთ ჯანსაღი კვების პირამიდაზე. განვიხილეთ, რატომ იყო მასზე მოცემული ზოგიერთი საკვები – მცირე, ზოგი კი დიდი რაოდენობით (მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა გამოეტანათ დასკვნა, რომ პირამიდის ზედა საფეხურზე დალაგებული პროდუქტები მცირე რაოდენობით უნდა მივიღოთ) ამის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეექმნათ კვების პირამიდა

 







მესამე აქტივობა: ჯანსაღი კბილების მოდელი

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გარკვეული ცოდნა დაუგროვდათ ჯანსაღი კბილებისა და მათი მოვლის შესახებ, შევთავაზე შემდეგი აქტივობა: დავურიგე ამობეჭდილი ფურცლები, რომლებზეც ეხატა გახარებული და მოწყენილი კბილები, ასევე – გასაფერადებელი ფურცლები საკვების გამოსახულებით. მოსწავლეებს უნდა გაეფერადებინათ დახატული საკვები და კბილებზე ისე გადაენაწილებინათ, რომ ჯანსაღი პროდუქტები გახარებულ კბილთან მოხვედრილიყო, ხოლო არაჯანსაღი – მოწყენილთან. მოსწავლეებმა საკმაოდ ადვილად გაართვეს თავი დავალებას, პრეზენტაციის დროს კი ნამუშევარზე იმსჯელეს.








 

,,ენა ბურჯია ერისა"

           პროექტი    ,, ენა ბურჯია ერისა "   პროექტის სახელწოდება :    ,, ენა ბურ ჯ ია ერისა “ პროექტის ავტორი : ლიუდმილა ...