მხიარული სტარტები
პროექტის მთავარი მიზანია
,,#მხიარულისტარტების” სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
#სამიზნეჯგუფი: - სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
#საგანმანათლებლოსისტემაში – პროგრამის განხორციელება შესაძლებლობას გვაძლევს, განვახორციელოთ და განვავითაროთ სასკოლო სპორტისა და ფიზიკური განათლების სტრატეგიული გეგმები და ამოცანები, რაც ნიშნავს იმას, რომ განათლების სისტემა საზოგადოების დაკვეთით აქტიურად და მუდმივად იზრუნებს: _ მოსწავლეთა ჯანმრთელობასა და ჰარმონიულ განვითარებაზე. _ ფიზიკური და სპორტული აქტივობის პოპულარიზაციაზე. _ ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრებაზე.
#საზოგადოებისათვისპროექტიმნიშვნელოვანია– სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის კულტურის ამაღლებითა და მასობრიობის გაზრდით; – საბავშვო სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი გადაცემათა ციკლის დამკვიდრებით მასმედიის საშუალებებში, რომელიც ხელს უწყობს მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური და სპორტული აქტივობის პოპულარიზაციასა და სტიმულირებას. .
#ბავშვებისათვიშმნიშვნელოვანიაიმით, რომ: _ შეჯიბრს აქვს გართობა-თამაშის ხასიათი; _ არის კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემო; _ გათვალისწინებულია მათი ასაკის შესაბამისი ინტერესები და მოთხოვნილებები; _ აქვთ არჩევანის თავისუფლება; _ არის თანაბარი და ჯანსაღი კონკურენციის პირობები; _ იღებენ დადებით ემოციებს სხვადსხვა სპორტული წინააღმდეგობების გადალახვით; _ აქვთ გამარჯვების სურვილი და აქვთ ამის შესაძლებლობა; _ შეუძლიათ დაუფარავად გამოხატონ წარმატების მიღწევით გამოწვეული სიხარული; ეძლევათ საკუთარი თავის პოზიტიურად წარმოჩენის შესაძლებლობა გულშემატკივრების თვალწინ;
No comments:
Post a Comment